ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვუწოდებთ დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა”– აშშ-ის საელჩო

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები.

საელჩო მტავრპბას მოუწოდებს, დროულად და დამოუკიდებლად გამოიძოს ჩალადობის ფაქტები.

“ელჩი დანიგანი შეხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“. განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და “გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა” – წერს საელჩო

იტვირთბა....