aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დგანან და ელიან ქვეყნის მარცხს!“: ხიდაშელი ბურჯანაძის წინააღმდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას არ ეუბნებიან ბოლომდე სიმართლეს და ქმნიან ყალბ მოლოდინებს”. – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“პირველ რიგში ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ აქ არ არის საუბარი საქართველოს მოსახლეობისათვის ევროპაში მუშაობის საშუალების მიცემაზე. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება სწორედ იმას, რომ თავისუფალი უვიზო მიმოსვლა მათ მისცემს ევროპაში წასვლის და იქ მუშაობის შესაძლებლობას. ეს არის ტყუილი. ადამიანები იქ სამუშაოდ ვერ წავლენ, ეს არ არის სამუშაო ვიზა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხს უნდა უთხრას”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბურჯანაძის განცხადებას.

“დგანან და ელიან ქვეყნის მარცხს! უსაზღვროა მათი ლოდინი! თუმცა განწირული მარცხისთვის მათთვის და წარმატებისთვის ქვეყნისთვის!” – წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი პარტია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს თუ ქვეყანა 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს.

იტვირთბა....