ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნადირობა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე – ე.წ. ტიტუშკების სამიზნე DJ გიორგი შენგელიაც გახდა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიურ მონაწილეს, DJ გიორგი შენგელიას თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს ქუჩაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ:

ბევრი მესიჯი მომდის თუ რა მოხდა. მარტივად და მოკლედ გეტყვით, რომ გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ სადღაც 1 საათში როცა მოვრჩი დაკვრას. გარეთ მოხდა ეს შემთხვევა. ფრთხილად იყავით.განსაკუთრებით გვიან ღამე თუ მაინც დააპირებთ გასვლას. შეეცადეთ მარტო არ იყოთ” წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.

იტვირთბა....