ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება – ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა, “დაფიონი” ავრცელებს.

“მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეთ აქციებს 8 მაისს. ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 8 საათზე, შემდგომ კი ისევ გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა კანონის სრული დაცვით! 🇬🇪✊ დღევანდელი მსველობისთვის გიმზადებთ სიურპრიზს, დღეს უფრო მკაფიოდ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას და ყველგან! ყოველ დღე უფრო ბევრნი და ერთიანი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ერთიან ერს ვერავინ მოერევა! 🇬🇪✊ საქართველო ჩვენია და მის დასაცვად ჩვენი ერთიანობაა საჭირო! გელოდებით ყველას, პარლამენტის წინ!” – წერს “დაფიონი” სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....