aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თინა ხიდაშელი ინგა გრიგოლიას შვილს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შვილს, მარი გრიგოლიას მიმართავს და წერს:

„მარი, აი არც კი ჩაფიქრდე. ხომ იცი ჯანმრთელობისთვის მავნებელია ბოროტებთან, თუნდაც ვირტუალური, ფიქრებში დებატი“.

ცნობისთვის, დაპირისპირება ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სკანდალური ეთერის შემდეგ დაიწყო, სადაც ლორთქიფანიძე გრიგოლიას შემდეგი იორნიული ტექსტით მიესალმა პირდაპირი ჩართვისას, „მოგესალმებით, შეყვარებულო, ქალბატონო ინგა“.

დეპუტატის ეს მისალმება ჟურნალისტის იმ განცხადებებს მოჰყვა, სადაც ინგა გრიგოლიამ დაანონსებულ ფარულ კადრებზე განაცხადა, რომ არ ეშინია და ჰყავს შეყვარებული.

დეპუტატის ირონიული მისალმება ინგა გრიგოლიას შვილმა, მარი გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გააპროტესტა და დეპუტატს ქათამი უწოდა.

იტვირთბა....