ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი ციხიდან რამდენიმე თვეში გამოვლენ“

„დარწმუნებული ვარ, რომ გიგი, ვანო მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან ერთად, მალე გამოვა ციხიდან. ისინი რამდენიმე თვეში გამოვლენ“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა  გაზეთ „ახალ თაობასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი რამდენიმე ლიდერი ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული. ერთ-ერთი მათგანი, გიგი უგულავა, უკვე ნადეჟდა სავჩენკოსთან ერთად მოიხსენიეს. ის პუტინის პირადი პატიმარია, გიგი – ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, რომ გიგი, ვანო მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან ერთად, მალე გამოვა ციხიდან. ისინი რამდენიმე თვეში გამოვლენ“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....