ჯანდაცვა

დები გაჩეჩილაძეების დიეტა: ეფექტური რეცეპტი 4 კგ-ის 3 დღეში დაკლების გარანტიით

დები, თაკო და ნინო გაჩეჩილაძეები თავიანთი სილამაზის საიდუმლოს ხდიან ფარდას. როგორც აღმოჩნდა, დები ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები არიან, რაც დღის განმავლობაში 2-დან 3 ლიტრამდე წყლის მიღებას, აქტიურ სპორტულ ცხოვრებასა და სწორად კვებას გულისხმობს. ამ ფონზე მათ წონის პრობლემა არასდროს აქვთ, თუმცა მაინც ამხელენ  დიეტას, რომელსაც იმ დროს მიმართავენ, თუ სწრაფად სურთ რამდენიმე კილოს დაკლება:

1 ქილა მაწონი

1 ჩ.კ.თაფლი

1 ჩ.კ.ყავა(უნალექო)

ნახევარი ლიმონი(ჩაწურული)

აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში და მიირთვით ყოველდღე.

ეს დიეტა დასაშვებია თვეში მხოლოდ ერთხელ, 3 დღის განმავლობაში .

იკლებთ  3-4 კილოს.

გასათვალისწინებელია, რომ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, ამ დიეტას არ უნდა მიმართოს. დიეტის შემდეგ საკვები რაციონიდან ამოიღეთ ცომეული, ტკბილეული, ცხიმიანი და შემწვარი საკვები, მიიღეთ წყალი 2-დან 3 ლიტრამდე და დაკავდით სპორტული აქტივობით. ამ ხერხით შეინარჩუნებთ დიეტის შედეგად დაკლებულ კილოგრამებსა და გახდომას განაგრძობთ.

„დღის შოუ“

 

იტვირთბა....