.
ბელგიის ფედერალური პოლიცია ვებგვერდზე ბრიუსელის აეროპორტში ეჭვმიტანილი სამი ტერორისტის ვიდეოს აქვეყნებს. აქამდე ის მხოლოდ ფოტოებს ავრცელებდა.
ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი, სამი ტერორისტიდან ერთის – თეთრქურთუკიანი მამაკაცის იდენტიფიცირებაა. როგორც ცნობილია, ვიდეოში გამოსახულმა, შავ ტანსაცმელში გამოწყობილმა, ორმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
როგორც ბელგიის პოლიცია წერს, ის ცდილობს, რომ ამ პირის ვინაობა დაადგინოს. თეთრქურთუკიანი მამაკაცი ბრიუსელის აეროპორტში 2016 წლის 22 მარტის ტერატქის მოწყობაშია ეჭვმიტანილი.
„თუ თქვენ გცნობათ ეს პირი და ფლობთ ინფორმაციას მის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით“ – წერს პოლიცია და საკონტაქტო ნომერს უთითებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს. შემთხვევა თავის თავზე ISIS-მა აიღო.