ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე“

„რესპუბლიკელები“ არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა განცხადება სოციალური ქსელი facebook-ის საშუალებით გაავრცელა. რესბულიკური პარტიის წევრი აცხადებს, რომ პარტიაში კოალციის დატოვების საკითხი არ განიხილება.

„რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი,” – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „რესპუბლიკელები“ კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებდნენ, შესაბამისად ისინი დატოვებდნენ თანამდებობებსაც.

იტვირთბა....