ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თვითმკვლელის მიერ განხორციელებული მორიგი ტერაქტი: 65 დაღუპულს შორის ქალები და ბავშვები არიან

 

მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია იცვლება. ამ დროის მონაცემებით, პაკისტანში დაღუპულია 65 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

აფეთქება უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლაჰორში, ბავშვთა გასართობ პარკში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

ცნობისთვის, გუშინ აფეთქება მოხდა პაკისტანში. აფეთქებას ძირითადად ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

იტვირთბა....