ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,ხარება ღირსეული ადამიანია”- შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ინტერპელაციის შემდეგ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა ძალოვანს, ხარებას შეეხებოდა, რომელიც ,,ორი გვამის” ვიდეოდან არის ცნობილი და ხელისუფლება დღემდე აქტიურად იყენებს მიტინგების დასაშლელად.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადვოკატის, ანა გახოკიძის თქმით, აქციის ერთ-ერთ მონაწილე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე “ხარებამ”, მასზე ფიზიკურად იძალადა.
ოპოზიცია და აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ,,ხარებამ” თანამდებობა დატოვოს. ამ მოთხოვნას, გომელაურმა უპასუხა, რომ ,,ხარება” გამორჩეული ადამიანია და მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული.

“ბატონი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც არის დირექტორი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის – ეს ადამიანი თითქმის 30 წელია, რაც მუშაობს, ჩემთან ერთად – ე.წ. ხარება, როგორც თქვენ უწოდებთ, მას ბევრი რაღაცა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა, ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია.

მესმის რატომ გინდათ მისი დისკრედიტაცია, “გავწიროთ, გომელაურიც გადადგეს, ხარაზიშვილიც გადადგეს’ […] მესმის, რომ არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, ბატონი ზვიადის, “ხარებას” ყოფნა”. – თქვა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

იტვირთბა....