გავრცელებული ინფორმაციით „რესპულიკელებმა” შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნება” დატოვონ, თუმცა მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას „რეპუბლიკურ პარტიაში” არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
პარტია დღეს გეგმავს განცხადების გაკეთებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს აღნიშნული ინფორმაცია, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა: „ვიდრე არ იქნება ასეთი ტიპის განცხადება, როგორ დაგიდასტუროთ, ან უარვყო. პარტია გააკეთებს განცხადებას, იტყვის იმას, რაც თქვენ თქვით – ან არ იტყვის. როდის იქნება ეს, დღეს, ხვალ თუ ზეგ, არ ვიცი. ასეთ განცხადებას ცალკე პირები არ აკეთებენ, მე ასეთ რამეს ვერ ვიტყვი. პარტია გააკეთებს განცხადებას, კიდევ ერთხელ გეუბნებით. პარტიული საკითხია, ცალკეული პირი განცხადებას ვერ გააკეთებს. გინდათ, ვიღაცამ დაარღვიოს ჩვეულებრივი ადამიანური ნორმები და მე არ ვიქნები ეს. იქნებ, სხვა ვინმე იპოვოთ”, – აღნიშნა ლევან ბერძენიშივილმა.