aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩამოდით საქართველოში, 1921 წელი მეორდება და აქ გვჭირდებით”– ლომჯარია ქართველ ემიგრანტებს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოების პროტესტს ეხმიანება.

“მივმართავ  საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ სახელოვან მოქალაქეებს, ხელოვანებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს, ჩამოდით საქართველოში და დაგვიდექით ფიზიკურად გვერდით!
1921 წელი მეორდება ჩვენ თვალწინ და აქ გვჭირდებით!”

ცნობისთვის, “ოცნებამ” 83 ხმით რუსული კანონი ცოტა ხნის წინ, პირველი მოსმენით მიიღო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს.

სხდომას ოპოზიციის კვოტით მხოლოდ “ოცნების” სატელიტი “ევროპელი სოციალისტები” ესწრებოდნენ.

პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....