ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიეტუვის პრეზიდენტი და პრემიერი მხარს უჭერენ სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცების უკრაინაში დაბრუნების იდეას

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე მხარს უჭერენ საზღვარგარეთ მცხოვრები იმ პირების უკრაინაში დაბრუნების იდეას, რომლებიც ასაკით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარებიან.

ნაუსედას თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს საშუალება და ინსტრუმენტები „მიიწვიოს თავისი ახალგაზრდები სამშობლოს სამსახურში“.

”ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უკრაინასთან ყველა თვალსაზრისით” – დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი უშვებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის მხრიდან, რათა დაეხმარონ უკრაინას მამაკაცების ქვეყანაში დაბრუნებაში. მისივე თქმით, ეს ზომები ევროკავშირის დონეზე უნდა განიხილებოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მის ტერიტორიაზე უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის რეჟიმი მოქმედებს.

შეგახსენებთ, 23 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაადასტურა ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის საკონსულო მომსახურების შეჩერების შესახებ.

იტვირთბა....