aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არა რუსულ კანონს! რუსული კანონი არ არის ჩვენი არჩევანი!”- ქუთაისში აქცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არა რუსულ კანონს! რუსული კანონი არ არის ჩვენი არჩევანი!” – ქუთაისის მთავარ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ, ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორისა და მედიის ორგანიზებით აქცია სპონტანურად მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

აქციის მონაწილეების თქმით, რუსული კანონი იმეორებს იმ გზას, რომელიც ამ კანონმა რუსეთში 2012 წლიდან 2018 წლამდე გაიარა. ასევე, მათი თქმით, ხელისუფლებამ ეს კანონი დასავლეთის წინააღმდეგ მიიღო.

აქციაა ზიგდიდის მერიასთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ცნობისთვის, “ოცნებამ” 83 ხმით რუსული კანონი ცოტა ხნის წინ, პირველი მოსმენით მიიღო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს.

სხდომას ოპოზიციის კვოტით მხოლოდ “ოცნების” სატელიტი “ევროპელი სოციალისტები” ესწრებოდნენ.

პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....