ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან მკაფიოდ გვითხრა, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში, ეს ძალიან კარგი გამოსვლა იყო – ივანიშვილი აუცილებლად მოითხოვს თავშესაფარს მოსკოვში”- მამუკა ხაზარაძე

მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან ძალიან მკაფიოდ გვითხრა ყველას, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში – ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას,- ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ადგილი მოსკოვშია.

“მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ მან ძალიან მკაფიოდ გვითხრა ყველას, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში, რომ არის პუტინის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. ყველაფერს დაუსვა თავისი წერტილი და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ არის ევროპაში. თქვა, რომ ის ერთპიროვნულად აგრძელებს ქვეყნის მართვას და დამორჩილებას კიდევ იმ დარჩენილი თავისუფალი აზრის, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, მინდა მას ვუთხრა, რომ ეს ძალიან კარგი გამოსვლა იყო, გასაგები. “ლელო” ძალიან დიდი ხანია ვიძახით, რომ ის არის რუსი პოლიტიკოსი. მისი ადგილი მოსკოვშია. იგი აუცილებლად წააგებს ამ არჩევნებს. აუცილებლად წააგებს ამ ომს, რომელიც გამოუცხადა ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას. ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას “ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, რომელიც არ ეხება და ჩვენს მოქალაქეს არ აძლევს რაიმე იმედს”.

“ილაპარაკა აბსურდულ რაღაცებზე. 12 წელი ჰქონდა [ნაციონალური მოძრაობის] გასასამართლებლად. მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ ამ ქვეყნისთვის რაღაცა გაეკეთებინა. გააკეთა ერთადერთი რამ, შეინარჩუნა თავისი კლეპტოკრატიული მმართველობა. ქვეყანა გადააქცია ოფშორულ ზონად. ანუ წარმოშობის გარეშე და კრიმინალური ფულის ნავსაყუდლად აქცია იმ კანონით, რომელიც ორ დღეში მიიღო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....