ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება

 

ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას თბილისის მერია იწყებს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ განაცხადა. მერის განმარტებით,  სიტუაცია შეისწავლეს და კომპანია “სითი პარკს” 500-ზე მეტი ადგილი ჩამოართვეს, სადაც წინა ხელისუფლების პირობებში პარკირებასთან დაკავშირებით თანხმობა იყო მიცემული.

თბილისის მერის თქმით, პარკირება ეტაპობრივად ამჟამად არსებულ 1500-მდე ადგილზე გაუქმდება.

“ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ამ ადგილებზე პარკირება ეტაპობრივად გაუქმდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დისკომფორტია ავტომობილის მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ დედაქალაქში საპირისპირო ღონისძიებაც დავიწყეთ. მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში უკვე მზად იქნება. მერიას ჩაბარდება და ამაზე დაყრდნობით საინვესტიციო პროექტებს მოვამზადებთ და გამოვაცხადებთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს”, – განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....