„მე ამას ასე არ დავტოვებ. ვაპირებ ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო… ამასთან დაკავშირებით მართლა გავაკეთებ სერიოზულ განხადებას და, რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!… სხვათაშორის მე არ ვიცოდი, მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები, სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის… იკვეთება კი არა, პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განავლობაში. სხვათაშორის, არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი… მე არ ვკითხულობ ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ჰყავს შეყვარებული… თუმცა მე არ გამიკვირდება ზოგიერთის ყოფილი, ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები.“ – აცხადებს ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიასთან პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ცინიკური რეპლიკით მიმართა. “გამარჯობა შეყვარებულო ქალბატონო ინგა”. – უთხრა ჟურნალისტს დეპუტატმა.
ამის შემდეგ გრიგოლიას ქალიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დეპუტატს ქათამი უწოდა.
„ეღადავე შენი ოჯახის წევრებს შე ქათამო!
თავხედო! და თუ ამბობ, ნუ ჩმორდები მერე და ბოლომდე იკაცე შე ქალო …… “ – წერს მარიამ გრიგოლია სოციალურ ქსელში.