ექიმების გადაწყვეტილებით, შორენა ბეგაშვილის შვილს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია საკმაოდ მძიმეა და ის რამდენიმე საათს გაგრძელდება.
14 წლის ევა ბარბაქაძე კვლავ იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა, ექიმის თქმით, ის გონზეა.
შეგახსენებთ, გოგონა კლინიკაში შაბათს მიიყვანეს. ის საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.
რედაქციისგან: „მეტრონომის“ რედაქცია უსურვებს ევას მალე გამოჯანმრთელებას…