aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას, – ამის შესახებ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე შტატების გადაწყვეტილების საფუძველი.

„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე,

[დაწესდა] ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა

იტვირთბა....