ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა. 50 წლამდე ფიქრია დარჩია სიდნეის სავაჭრო ცენტრში იმ დროს იმყოფებოდა, როცა შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.

შემთხვევა 13 აპრილს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მალევე გაანეიტრალეს. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. სულ მცირე, 11 კი დაშავდა. ​მათ შორის, ბავშვიც. დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან.
წყარო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....