ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის „რკინის გუმბათი“ – რა არის, როგორ მუშაობს და რა ნაკლი აქვს

„რკინის გუმბათი“ — ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან ისრაელის დასცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. შექმნილია კომპანია Rafael-ის მიერ.

სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს — ნისლშიც, წვიმაშიც და მტვრის ღრუბელშიც. სისტემა აანალიზებს საფრთხეს და ანტირაკეტას მხოლოდ მაშინ უშვებს, თუ საფრთხე დასახლებულ ადგილს ემუქრება. თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია.

ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ სისტემა მუშაობს.

საჰაერო თავდაცვის მსგავსი სისტემის შექმნა იერუსალიმმა 2006 წელს „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. მაშინ ისრაელის ჩრდილოეთით 4 ათასი რაკეტა დაეცა და 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აქვს თუ არა ნაკლი თავდაცვით სისტემას?

“რკინის გუმბათი“ ყოვლისშემძლე არ არის და თუ ერთდროულად ძალიან ბევრ რაკეტასთან მოუხდა გამკლავება, რამდენიმემ შეიძლება დაცვა გაარღვიოს. სწორედ ამის გამო “ჰამასი“ ცდილობს ხოლმე ერთბაშად ბევრი იაფი რაკეტის გატყორცნას და სისტემის ამგვარად გადატვირთვას.

იტვირთბა....