ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს:
„შეგახსენებთ, რომ, ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813;
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.