ბრიუსელის ცენტრში ცოტა ხნის წინ არეულობა იყო. მოედანზე, სადაც ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალია მოწყობილი, ულტრა მემარჯვენე დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ და მუსლიმ ქალებს დაუპირისპირდნენ.
ამის შესახებ euronews-ი იტყობინება.
პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს. შემთხვევა თავის თავზე ISIS-მა აიღო.