ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

შეიარაღებული პირი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, ადგილზე 6 ადამიანი დაიღუპა – რა ხდება სიდნეიში?

ავსტრალიაში, სიდნეის “Westfield Bondi Junction”-სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა – შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის, თავდამსხმელიც დაიღუპა. The Guardian-ის ცნობით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ირკვევა, რომ პირი მარტო, დამოუკიდებლად მოქმედებდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

იტვირთბა....