“რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას” – ასეთი პასუხი აქვთ ოზურგეთის თეატრის მსახიობებს სამხატვრო ხელმძღვანელის მუქარაზე, რომელმაც თქვა, რომ თუ რომელიმე მისი მსახიობი სცენაზე რუსული კანონის გაპროტესტებას გაუბედავს სცენიდან ყურით გამოათრევს.
ვასილ ჩიგოგიძემ ჯერ საჯარო პოსტი მიუძღვნა ვასო აბაშიძის თეატრის სახელმწიფო თეატრის პერფომანსს რუსული კანონის წინააღმდეგ, შემდეგ კი თქვა, რომ თუკი ოზურგეთის თეატრში რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, პირადად დასჯის.