მთავარი

,,ხვალ დილას, 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი”- გრიგორიადისის დედა

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს, 10:00 საათზე გამოცხადდება.
გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.
გრიგორიადისის დედის, თამთა კალაძის თქმით, პროცესი საჯარო იქნება.
,,გამარჯობა და გამარჯვება ყველას!ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი! დასწრება შესაძლებელია! საჯაროა!”,- წერს კალაძე

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

იტვირთბა....