საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. “აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვა 15 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება, პლენარულ სხდომაზე კი პირველი მოსმენით კანონპროექტზე 16 აპრილს იმსჯელებენ. ბოლო მოსმენის თარიღად კი 17 მაისია მითითებული.
აქვე გეტყვით, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2014 წელს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისს დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.