მთავარი

,,დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას”- ილიკო სუხიშვილი

ხორვატიაში ჩაატრებული კონცერტის შემდეგ ,,სუხიშვილების” ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი ,,რუსული კანონის” ხელახალ დარეგისტრირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების მოქმედება ევროინტეგრაციას გავშორებს.
,,საერთოდ არ მესმის, ნუთუ არ არის ისეთი კანონი, რომელიც პირიქით, დაგვაახლოვებს ამ პერსპექტივასთან – ჩემი აზრით, დასავლეთის თვალით ახლა ჩვენ გვიყურებენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ამ პერსპექტივას.

არ მგონია ეს ლამაზად ჩანდეს. ყოველ ჯერზე, როცა ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, ჩვენ ფაქტობრივად გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვდივართ აქედან – საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია, გვაშორებს ამ თავისუფალ პერსპექტივას”-, თქვა ილიკო სუხიშვილმა პირველი TV-ის ეთერში.

იტვირთბა....