მთავარი

გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს ,,ვივა მედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში- ბრეგაძის განმარტება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა, უახლოეს პერიოდში მის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, ბრეგაძე პასუხობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ექიმების რეკომენდაციის შემდეგ მიიღებენ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალური ინფორმაციაა, თუმცა, გეტყვით, რომ თავს კარგად გრძნობს და ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვართ.

(გადაყვანაზე) კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ექიმებთან კონსულტაციის შედეგად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ბრეგაძემ.

იტვირთბა....