მთავარი

საფრანგეთი დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად – საელჩო

საფრანგეთი დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად- საქართველოში საფრანგეთის საელჩო, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას.

“საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

დღეს საქართვლოს ისტორიის უძიმესი დღეა – 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წელი გავიდა.

იტვირთბა....