მთავარი

ომბუდსმენი შეისწავლის „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების გადაწყვეტილებას

ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი.
გაზიარება
იხ. კომენტარები

ბეჭდვა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების გადაწყვეტილებას.

„გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა”, – განაცხადა იოსელიანმა.

პრორუსულ, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 8 აპრილს გააუქმა.

პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო რეესტრის გადაწყვეტილებას.

იტვირთბა....