მთავარი

რუმინეთში ნატოს საზღვაო წვრთნები Sea Shield 24-ი დაიწყო, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს

რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნები დაიწყო, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

ნატო-ს საზღვაო წვრთნები, სახელწოდებით Sea Shield 24 რუმინეთში დღეს დაიწყო და მასში საქართველოსთან ერთად ნატო-ს 12 წევრი და პარტნიორი სახელმწიფო მონაწილეობს.

„Sea Shield 24 ყველაზე რთული ღონისძიებაა, რომელსაც 2024 წელს რუმინეთის საზღვაო ძალები უხელმძღვანელებს“, – აღნიშნავს რუმინეთის საზღვაო ძალები.

საზღვაო წვრთნებში, რომელიც შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე ტარდება, 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს და წვრთნების მიზანს თავსებადობის გაზრდა და აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის გაძლიერება წარმოადგენს.

რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნები 21 აპრილამდე გაგრძელდება.

იტვირთბა....