მთავარი

“ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რაც მაშინ ხდებოდა, ის ხდება დღესაც, ისტორიას გადავხედოთ, რას აკეთებდა რუსეთი საუკუნეების განმავლობაში საქართველოში”- სასწრაფოს ექიმი 9 აპრილის ტრაგედიიდან

დღეს 9 აპრილია – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე. საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევიდან 34, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი და ტრაგიკული მოვლენები დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გარდამტეხად იქცა და ორი წლის თავზე ისტორიული რეფერენდუმის ჩატარებითა და უზენაესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა.

9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას და ამ იდეით გაერთიანებულ მოქალაქეებს საბჭოთა ჯარმა ტანკები, ტყვიები, დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებები, რკინის ნიჩბები და ხელკეტები დაუპირისპირა. დაიღუპა 21, დაიჭრა, მოიწამლა და მძიმედ დაშავდა ათასობით ადამიანი.​
9 აპრილს სასწრაფოს ექიმი, მიმოზა ფარჯიანი იხსენებს. მისი თქმით, 9 აპრილის გრძნობა დღემდე მოჰყვება.

,,ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რაც მაშინ ხდებოდა, ის ხდება დღესაც, ისტორიას გადავხედოთ, რას აკეთებდა რუსეთი საუკუნეების განმავლობაში საქართველოში. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემი თვალთახედვით, რუსეთი უდიდესი მტერი იყო და არის დღესაც”,- ამბობს 9 აპრილის მონაწილე ექიმი, მიმოზა ფანჯიანი ,,მთავართან” ინტერვიუში.

სრული ინტერვიუ ნახეთ აქ

იტვირთბა....