ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 27 მარტს, კათოლიკური სამყაროს აღდგომის დღესასწაულზე თურქეთის პოლიციის რეკომენდაციაა, შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად საზოგადოება ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოს.

“როგორც ცნობილია, 27 მარტს, კათოლიკური სამყარო აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს; ამასთან დაკავშირებით, ვრცელდება თურქეთის პოლიციის რეკომენდაცია, რომ შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობა შეძლებისდაგვარად მოერიდოს საზოგადოებრივ და რელიგიურ დაწესებულებებსა და ხალხმრავალ ადგილებს”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....