იორდანიაში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტები დააფიქსირეს.
იორდანიის მთავრობის წარმომადგენელმა მოჰამად ალ-მომანიმ განაცხადა, საჰაერო თავდაცვამ ყველა, 8 რაკეტა გაანეიტრალა.
ასევე, მისი თქმით, იორდანიის შეიარაღებული ძალები მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში იყვნენ.
იორდანიაში აშშ-ს საელჩომ გაფრთხილება გამოსცა და აღნიშნა, რომ ვითარებას განიხილავს.

