ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: „საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით“

 

„საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილმა სომხური ეკლესიის მრევლს აღგდომის დღესასწაული მიულოცა.

“მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ამ დღესასწაულს. აღდგომის დღესასწაული არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება, სინათლის წყვდიადზე გამარჯვება. მოხარული ვართ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. ჩვენი მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გასაფრთხილებელი და საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით. ჩვენ გვიხარია, რომ ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის აქვს საამაყო იმით, რომ არის არაერთი კულტურის თანაცხოვრების ძალიან დადებითი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....