რუსეთი საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვრების დადგენას ითხოვს – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა:
“ძირითადი ძალისხმევა უნდა კონცენტრირდეს ჭეშმარიტად პრიორიტეტულ ამოცანებზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ამ რესპუბლიკების მიმართ, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებით, ასევე ქართულ – აფხაზური და ქართული – სამხრეთ ოსური საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებით და მათი შემდგომი დემარკაციით. ამ მიზნების აქტუალობა იზრდება შავი ზღვის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს პროვოკაციული ქმედებების ფონზე, სამხედრო-საწვრთნელი ქმედებების გააქტიურების და ალიანსის შემდგომი გაფართოების გეგმების განხორციელების ჩათვლით, მათ შორის მის შემადგენლობაში საქართველოს მიღებით” – ვკითხულობთ განცხადებაში.
იტვირთბა....