ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ირაკლი ბერაია მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი იყო.
ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. შალვა ლომიძე ყოფილი პრემიერის კადრია – ის ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის აპრილში, დანიშნა. ლომიძის შემცვლელი ჯერ დანიშნული არ არის.