დიღმის მეექვსე კვარტლის მოსახლეობამ მწვანე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა.
ისინი ადგილზე ხეების გაჩეხვას და 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად უნდა გამოცხადდეს.
აქციას არასამთვარობო ორგანიზაციები, მათ შორის “პარტიზანი მებაღეები” შეუერთდნენ.