საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციასთან შეხვედრას გამართავს. ათონელის სასახლეში მიწვეული არიან დეპუტატები და ასევე ოპოზიციური სპექტრის შემადგენელი პარტიების წარმომადგენელი. “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების შემდეგ პრეზიდენტის შეფასება საკმაოდ მკაცრი და კრიტიკური იყო. შეხვედრაზე საუბარი სავარაუდოდ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნებას შეეხება.
იტვირთბა....