ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უნდა ვიყოთ ერთიანი – არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება.

“რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ. არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც “ოცნებასთან” ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს“, – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....