ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრეზიდენტი დღეს 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

დღეს 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგს გამართავს. რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” დაბრუნებას გამოეხმაურება. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. აგენტების კანონის გატანას გეგმავს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საგანგებო ბრიფინგზე დღეს, 3 აპრილს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას 2023 წელს საზოგადოების პროტესტი მოყვა – მმართველმა გუნდმა კი კანონი უკან გაიწვია.

იტვირთბა....