ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში ტერორისტების სავარაუდო დამხმარე დააკავეს

იტალიაში ტერორისტების სავარაუდო დამხმარე დააკავეს – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. დაკავებული ალჟირის მოქალაქეა. ის პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირში მყოფ პირთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადებაშია ეჭვმიტანილი.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბელგიის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილის დაკავების ევროპული ორდერი გასცა.

ტელეკომპანია Sky TG 24 –ის ცნობით, საუბარია 40 წლის ჯამალ ად-დინ უალიზე, რომელსაც უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, ბელგიურ მხარეს გადასცემენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს. შემთხვევა თავის თავზე ISIS-მა აიღო.

იტვირთბა....