ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გაგივიდათ შარშან, წელს არ გაგივათ!” – პაპუაშვილი “რუსულ კანონზე”

პარლამენტში რუსული კანონის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მიკროფონების გათიშვით რამდენჯერმე დაემუქრა. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტები ტყუილში დაადანაშაულა და ისევ ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი, სინამდვილეში, ქართულია. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, ის, რაც ოპოზიციას შარშან გაუვიდა, წელს აღარ გაუვა.

“ყველას გავუთიშავ მიკროფონს. ანტიქართულ პრორაგანდას არ დავუშვებ! გაგივიდათ შარშან, წელს არ გაგივათ! ნუ ატყუებთ ხალხს! ეს ტყუილი დასრულდა რომ რუსული ეძახოთ ქართულ კანონს”, – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....