ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაჭრა დმანისის მუნიციპალიტეტში – ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰამამლოში ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. დანით, სხვადასხვა სახის დაზიანებები ორ ადამიანს აქვს მიღებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. შემთხვევა დღეს, შუადღის საათებში, დაკრძალვაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.

იტვირთბა....