ათენში დააკავეს 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დანით დაჭრა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის კიფსელის საჯარო სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
“თავში დამარტყა, საკლასო ოთახში და შემდეგ გარეთ, კიბესთან… მან დირექტორიც დაჭრა. თავდამსხმელის ძმა ჩემი კლასელი არ არის, ის სხვა კლასში სწავლობს..” – აცხადეს დაშავებული არასრულწლოვანი.