ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 537 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

30 მარტის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 537 ბავშვი დაიღუპა, 1273-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

დონეცკის რეგიონში – 524;

ხარკოვის ოლქში – 343;

კიევის ოლქში – 130;

ჩერნიგოვის ოლქში – 72;

ლუგანსკის ოლქში – 67;

ნიკოლაევის ოლქში – 103;

ხერსონის ოლქში – 149;

ზაპოროჟიეს ოლქში – 100;

დნეპროპეტროვსკის ოლქში -125.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

იტვირთბა....