უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია. უკვე მესამე დღეა, მაშველები 50-წლამდე მამაკაცს ეძებენ, რომელიც ზვავმა მოიყოლა და გაუჩინდარდა.
დიტო გოგოლაძის კვალი ოთო-ოშორის გზასთან იკარგება. არსებული ცნობებით, კაცი მეგობრებთან ერთად თოვლმავალით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მთას თოვლის მასა მოწყდა და შიგნით მოიყოლა.
სამძებრო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო, ხოლო მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.