aviabiletebi
მთავარი

ტყიბულის წყალსაცავში მდებარე ერთ-ერთი კუნძული 357 000 ლარად გაიყიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტყიბულის წყალსაცავში მდებარე ერთ-ერთი კუნძული, რომელიც მუნიციპალიტეტმა მარტის დასაწყისში აუქციონზე გასაყიდად ხელმეორედ გამოიტანა, 357 000 ლარად გაიყიდა. კუნძულის საწყისი ფასი 120 000 ლარი იყო.
ტყიბულის წყალსაცავის 3 კუნძულის გასაყიდად, სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მერიამ გამოაცხადა. სამივე კუნძული 3,040 მილიონ ლარად გაიყიდა. მოგვიანებით კი მესამე კუნძულის აუქციონის შედეგები ბათილად გამოაცხადეს.

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა – ტერიტორიის შემძენმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას.

კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, ისინი 28 დეკემბერს დასრულდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თითოეულ მათგანში საკმაოდ მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა და ხუთმა სხვადასხვა მონაწილემ ერთ აუქციონში 483 ბიჯი, ხოლო მეორე 556 ბიჯი დაფიქსირდა. თუმცა, ერთი ბიჯით გაიყიდა მესამე 1.7 მილიონი ლარის ღირებულების კუნძული.

ჯერჯერობით საჯარო რეესტრში საკუთრების ცვლილება ასახული არაა.

კუნძული 1, ფართობი 31,828 კვადრატული მეტრი;
საწყისი ფასი ₾180,000, გაყიდვის ფასი 663,000 ლარი.
საინვესტიციო ვალდებულება – 1 მილიონი ლარი;
გაიყიდა 483 ბიჯის შედეგად;

კუნძული 2, ფართობი 21,421 კვადრატული მეტრი;
საწყისი ფასი ₾120,000, გაყიდვის ფასი 676,000 ლარი.
საინვესტიციო ვალდებულება – 1 მილიონი ლარი;
გაიყიდა 556 ბიჯის შედეგად;

კუნძული 3, ფართობი 315,018 კვადრატული მეტრი;
საწყისი ფასი ₾1,700,000, გაყიდვის ფასი 1,701,000 ლარი.
საინვესტიციო ვალდებულება – 6 მილიონი ლარი;
გაიყიდა 1 ბიჯის შედეგად;
კუნძულების მყიდველებმა ადგილზე ინვესტიციები 5 წლის ვადაში უნდა განახორციელონ.

ტყიბულის წყალსაცავი:

იტვირთბა....